21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მეუფე იაკობი: როდესაც უცხოეთი ნახავს, რომ ერთმანეთს არ ვჭამთ, სხვანაირად მოგვეპყრობიან

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტერში დილიდან ხალხმრავლობაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა მომლოცველებმა წმინდა ნინოს საფლავი მოილოცეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა, სადაც ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს, ეკონომიკაც გაჯანსაღდება, ყველაფერი გაჯანსაღდება. როდესაც უცხოეთი ნახავს, რომ ერთმანეთს არ ვჭამთ, სხვანაირად მოგვეპყრობიან“, — აღნიშნა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასოხუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა