მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს – მოდით, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, პოლიტიკოსებს შერიგებისკენ მოუწოდა. მეუფე იაკობი მათ ეკლესიაში მისვლას და შერიგებაზე დალაპარაკებას სთავაზობს. მისი თქმით, ისინი თუ არ შერიგდნენ, “საქართველოს არაფერი ეშველება”.

​”მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ და შევთავაზე ეკლესიაში მოსულიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის და გარეთ პოლიტიკაზე ესაუბრათ. სანამ არ შერიგდებიან საქართველოს არაფერი არ ეშველება.

ხალხი თუ არ დაგიდგა გვერდში, მილიონი კარავი გაშალე მერე რა და იძახე არჩევნები არჩევნები. რატომ არ გიდგება ხალხი, შეხედეთ მაინც.

მოდით შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ. სამარცხვინოდ უცხოელებთან დგებით და ანახებთ შინაგანი რა გაქვთ, ისინი ხო ხედავენ იქ არ მოსულა მასეთი რამე. ჯერ რაში გჭირდება უცხოელები, შიგნით არ უნდა დაილაპარაკო, არ არის სირცხვილი?!”,-თქვა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – დასავლელმა პარტნიორებმა სანქციები უნდა დააწესონ არა ქვეყანაზე, არამედ ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშებზე