მეუფე იაკობი პარტიებს – თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი და თქვენი პარლამენტში შესვლა

“ზოგს ის არ აინტერესებს, რომ უცხოეთი ჩაერთო. შე დალოცვილო, როცა იმის ჭკუა არ გაქვს, რომ აქ გადაწყვიტო, უცხოეთთან ხო უნდა გქონდეს ურთიერთობა და რაღაც მაინც ისე გააკეთე ან შენ ერს ჰკითხე, რა უნდა, როგორ უნდა.

რამდენი ხანი უნდა ვიყოთ იმაში, შევიდნენ თუ არ შევიდნენ. თუ არ უნდათ, სულ ნუ შევლენ, რომ შევიდნენ რას გააკეთებენ შესვლით და რომ არ შევიდნენ რასაც გააფუჭებენ ხედავთ.

თავს მოტყუებულად თვლიდნენ, რომ რაღაც წაართვეს. ირგვლივ როგორი სიტუაცია გვაქვს, ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ და ღმერთი გვიფარავს, მტერი არ შემოდის, თორე რომ შემოსულიყო ერთმანეთს გაასწრებდა ყველა, სიმართლე ვთქვათ.

ბევრს გაუხარდა, ვისაც პარლამენტში შესვლა უნდოდა მანამდე სიტყვა ჰქონდათ მიცემული ვერ შედიოდნენ, მერე გაუხარდათ და შევიდნენ, მაგრამ მტრობა ისევ გრძელდება ხო. თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი და თქვენი პარლამენტში შესვლა” – თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშიისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – პრეზიდენტს „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებებზე პოზიცია არ დაუფიქსირებია