მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილს – კარგად გაიხსენოს პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ

“რომ გარბის, ლენინი ხარ ფინეთში?! თან იქიდან რომ მელაპარაკები” – ასე პასუხობს ბოდბელი მთავარეპისკოპის, მეუფე იაკობი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მან მიხეილ სააკაშვილს “გაქცეიული პრეზიდენტი” უწოდა და თქვა, რომ რასაც მასთან დაპირისპირებაში მოიგენებ “არავის გაუყონ”.

“მიშა (სააკაშვილი) რაღაცას რომ ამბობს ჩემზე, მე ვთქვი და ვთქვათ ცუდად მოვიქეცი, რომ გინდა ისევ ქვეყანაში პირველკაცობა და მობრუნება, იქიდან რომ ასე გვეუხეშები. მაგან კარგად გაიხსენოს პრეზიდენტი რომ იყო თუ მიბედავდა რამეს აქ, ეხლა იქ დამალული რომ არის, ჩამოვიდეს აბა და შემხვდეს ხომ?! მერე ჩვენი შევხედრა გადაიღეთ ბოდიშებს მომიხდის თუ არა.

გაქცეული როცა ხარ ეხლა რა ვქნა რა, ბოლო ბოლო ბელადომანიას უნდა მოეშვათ, ბიძინა ხომ წავიდა ხო?! წავიდეს მაგანაც თავი გაანებოს, მელიაც სხვანაირად მოქიცევა, ხალხიც უფრო დაგიჭერთ მხარს ეხლა. მოსვლა გინდათ ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში, მე რომ ასე დამიწყებენ, აბა გაიხსენონ 2012 წლის არჩევნები, 2013 წლის არჩევნებიც გაიხსენონ, და რატომ წააგეს. დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო, თუ უნდათ რომ საქართველოსთვის კარგი აკეთონ მოიქცნენ წესიერად.

ეხლა რა გგონიათ, რომ ის ვიღაც თემური, ან გაქცეული პრეზიდენტი, თანამდებობაზე რომ დაენიშნათ მოქალაქეობა გასცა, ჩემი ქვეყნისთვის მე თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. მაგენი კიდევ გარბიან უცხოეთში. მელია ხომ დაიჭირეს, ვაჟკაცურად მოქიცა, დარჩა ხომ?!

რომ გარბის, ლენინი ხარ ფინეთში?! თან იქიდან რომ მელაპარაკები კაცო, ჩამოდი და აბა მაგის ისინი ეხლა დამიპირისპირდნენ, რასაც მოიგებენ არავის არ გაუყონ რა”, – თქვა მეუფე იაკობმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითალაკვაძე – ამნისტიის კანონპროექტმა უნდა შეძლოს უთანხმოების ფურცლის გადაშლა
შემდეგი სტატიაბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს