მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე და მეუფე დიმიტრი პატრიარქის აღსაყდრების საზეიმო წირვას არ ესწრებიან

პატრიაქრის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე და პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი დღევანდელ საზეიმო წირვას არ ესწრებიან. მიზეზი უცნობია.

დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა. სვეტიცხოვლის საკაეთედრო ტაძარში დილიდან საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებიან მღვდელმთავრები და მთავრობის წარმომადგენლები. წირვაზი დასასწრებად ცოტა ხნის წინ მივიდა საქართველოს პრეზიდენტიც.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა