მეუფე იაკობი მელაშვილზე თავდასხმაზე – დაეტიოს, ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამრებ ჯგუფშე მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და “შეგნებულ პროვოკაციად” აფასებს.

“რა ვიცით რომ ეს ივერის მხრიდან შეგნებული პროვოკაცია არ იყო. მე ის ადამიანი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას ბოდიში მოიხადეო. არ ვიტყვი ისეთ რამეს, რაზეც პასუხისმგებელი ღმერთთანაც არ ვიქნები. ივერის რომ დაინახავ შევადარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან. ივერი არის მატადორი. ჟურნალისტები გამოდიხართ უბრალოდ, რა რომ ესვრიან ხოლმე, ლაფარს რომ არჭობენ, კლავთ ხარს, ხო? ის ხარი გირქენს მერე, წაგაქცევს. მერე მიაქვთ და აჭმევენ ადამიანებს. როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო?”- ამბობს ეპისკოპოსი.

მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ ივერი მელაშვილი შეუფერებელ დროს დააკავეს, სხვა შემთხვევაში კი ის არავის გაახსენდებოდა.

“ცუდი რა არის იცით, ისეთ პერიოდში დაიჭირეს, სალაპარაკო გაუხდა ხალხს თორემ, მოეკიდათ მანამდე, ვის გაახსენდებოდა? უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. მაგას შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს. ახლა როგორც გინდათ ისე შეაფასეთ და ვისაც უნდა ისე შეაფასოს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით”- ამბობს მეუფე იაკობი.

banner
წინა სტატიაშიანდრია ჯაღმაიძე – გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ბაქოში შეხვედრა ჰქონდა და საიმედო სიგნალი მოვიდა
შემდეგი სტატიამცემეს, თავი გამიტეხეს – რამაზ ბეღელური რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელს ამზადებს