მეუფე იაკობი: მე არასდროს მითქვამს, რომ არ შემოვუშვებ სახალხო დამცველს

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის განცხადებით, არასდროს უთქვამს, რომ სახალხო დამცველს პანსიონში არ შეუშვებდა.

მეუფე იაკობის თქმით, თავად პანსიონში ვინმეს შეშვების პრობლემა არ აქვს, უბრალოდ იქ მყოფ ბავშვებს უფრთხილდება.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ მზადაა, სახალხო დამცველს შეხვდეს თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში.

„მე არასდროს მითქვამს, რომ არ შემოვუშვებ სახალხო დამცველს. ვამბობ, რომ შევხვდები თბილისში, აუცილებლად, თუნდაც ხვალვე შევხვდები საპატრიარქოს უნივერსიტეტში, არ მაქვს პრობლემა, ვაჩვენებ, რა მაქვს გაკეთებული, იქაც ხელმძღვანელი ვარ ხო? ვაჩვენებ, რა მაქვს გაკეთებული და რას ვაპირებ აქ. დავილაპარაკებთ, ბავშვებთან რატომ არ შეიძლება დღესდღეობით შემოსვლა – სოციალური მუშაკები არიან აქ, ამათ რომ კიდევ რაღაცაზე დაუწყო საუბარი, მე ვუფრთხილდები, ვიცი, რომ ქალბატონ ნინოს ამათი ბედი აინტერესებს, თუ გინდათ, აი, დავშალოთ? თუ დასაშლელია, დაიშლება.

ბავშვებზე ვზრუნავ და სახალხო დამცველს რომ შევხვდები, რომ ვიტყვით ამას, თქვას, მართალი ვარ თუ არა. მე განა, არ ვუშვებ, ნებისმიერი თქვენგანიც რომ შეგიყვანოთ ახლა, პრობლემა არ მაქვს, ბავშვებს ექნებათ პრობლემა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: პანსიონში რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს ეკლესიამ
შემდეგი სტატიაბოკერია: თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რომ რკინიგზა უბრალოდ არ უშვებს სახელმწიფო აუდიტს, ეს არის პირდაპირ დარღვევა ამ პრინციპის