მეუფე იაკობი: კორონავირუსის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის თქმით, კორონავირუსის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო. მისი თქმით, პოლიტიკას 3 ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მიუხედავად არჩევნებისა პარლამენტი მაინც ვერ შედგა. მისივე თქმით, ის პოლიტიკურ მხარეებს ხშირად მოუწოდებდა, რომ “ეკლესია მათი შერიგების სარბიელი ყოფილიყო”.

“იმ პირობებში რაც მობილობები იყო, გამოიწვია ის, რომ აგვისტოს მერე, ფაქტიურად ეპიდემია გაძლიერდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა და ამ პოლიტიკას, რაც ყველაზე სამწუხაროა, 3 ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სიმართლე ვთქვათ, არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო. დღეს ჩანს, რომ არ უნდა ჩატარებულიყო. ისიც კი არ გაითვალისწინეს პილიტიკოსებმა. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ არ ჩაეტარებინა ერთი მხრიდან ოპოზიცია აწვებოდა. მხოლოდ ერთმა, მგონი ქალბატონმა ნინომ ახსენა, იქნებ გადაიდოსო. არ გადაიდო და რა მივიღეთ – არც პარლამენტში შედიან, სრული პარლამენტიც ვერ შედგა. ხშირად ვეუბნებოდით, რომ ეკლესია ყოფილიყო შერიგების სარბიელი, ხომ არ ვეუბნებოდით, ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა, მოსულიყვნენ ჩვენთან, რომ შერიგებულიყვნენ და ქართველი ქართველს ადამიანურად დაელაპარაკოს”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ბოდბელი მიტროპოლიტი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა. მან კომენტარი ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზეც გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ახალი არჩევნები დაინიშნება,რადგან ეს პარლამენტი არის უკანონო(ვიდეო)
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მოუხდებათ აუცილებლად რიგგარეშე არჩევნებზე წასვლა, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს