მეუფე იაკობი: ივანოვი ჩამოვიდა და სამი ადამიანით ჩაანაცვლა შევარდნაძე. ანუ, რუსეთმა დაგვისვა სამი ადამიანი

მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ 2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა.

„რუსეთის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ჩამოვიდა და სამი ადამიანით ჩაანაცვლა შევარდნაძე. ანუ, რუსეთმა დაგვისვა სამი ადამიანი. დასავლეთში შემდგომში უფრო მიღებული ჟვანია. სანამ მოკლავდნენ ჟვანიას ავტორიტეტი ჰქონდა. მე ამის თქმის არ მეშინია. რაც არ უნდა თქვან, ეს ყველამ ვიცით. მერე იყო „შუქურა“ სააკაშვილი. იცით, როგორ დაამთავრა, 2007 წლიდან 16 წელია ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვათ, რაც არ უნდა გააკეთონ. რა არ უნდა უცხოეთიდან შეგვიტიონ, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, თავიანთ ჭკუაზე გვატარონ. ვიცით, რომ მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აუცილებელია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენს ღირსებას არავის შევალახვინებთ და არც ჩვენ შევეხებით სხვის ღირსებას. 2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა. არჩევნებშიც გაიმარჯვა ხალხმა, მაგრამ გახსოვთ, როგორი ძალადობა იყო. იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ იმიტომ, რომ მათი მხარდამჭერი არავინ იყო. სამწუხაროდ, ვნახე, რომ რამდენიმე დღეში ვიღაცამ კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა. ალბათ, უნდა ამოვიღოთ და დავდოთ ის საბუთი,მეექვსე მუხლში რაც ეწერა. ყველას კარგად ესმის რასაც ვამბობ. 5-ს რომ გვეუბნებიან, სინამდვილეში 6 იყო და ნანახი მაქვს. სამწუხაროდ, ვნახე, როგორ მოაწერა ჩვენმა ერთმა ადამიანმა კაპიტულაციას ხელი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იკაობი: არახამიაზე ვამბობ, ვინ ეკითხება უკრაინას, ჩვენს საქმეებში ასე რომ ერევა
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი: შემოდგომა მოდის და ტყუილად ნუ მოემზადებით რაღაცისთვის. არახამიამ (დავით) და იქაურმა მმართველობამ თავიანთ საქმეს მიხედონ