18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

მეუფე იაკობი: ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ უნდა შევეცადოთ, რომ არავინ განვიკითხოთ და უფლის გზას გავყვეთ.

„ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ქართველები. ნუ ვიფიქრებთ, რომ ვინმე ვინმეზე მეტია. რომ არა ღმერთი, დღეს საქართველოში ეს მშვიდობა [არ იქნებოდა]. ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ.

რაღა დარჩა ღალატამდე და ღალატის აღსრულებამდე. შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არავინ, გავყვეთ უფლის გზას, ქრისტეს გზას. მთავარია ღმერთი ვის შეაქებს. დიდი ის არის, ვინც ღმერთთანაა… ღვთის შეწევნით, საქართველოს მიმართ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებს, ახალგაზრდებს გავუფრთხილდეთ. ამათზე დიდი და ლამაზი არავინ გვყავს“, – აღნიშნა მამა იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონური მედია: 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა – იძებნება ბავშვის მამა
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი იობი: ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, რომელიც დიდ საქმეემს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის