მეუფე იაკობი – ეკლესია და ქრისტე არ არის მოძალადე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს.

„როდესაც ქართველებს ასე გამოიწვევენ ლგბტ პირები და მიდის მაგათი პროპაგანდა ტელევიზიებით, ხალხი სხვანაირად აღიქვამს. ჩვენგან გინახავთ ვინმეს გავსწორებოდეთ რამით? ძალიან მძიმე ფაქტზე მესაუბრებით, მაგრამ როდესაც ერს სულში აფურთხებ საფრთხილოა ხოლმე, ყველანი ერთნაირები ხომ არ ვართ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, აქციაზე იყო ძალადობა ჟურნალისტების მიმართ და დაშავებულებიც არიან, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „გასაგებია და სამწუხაროა, მაგრამ როდესაც ასეთი რამ ხდება, მხარედ არ უნდა გამოხვიდეთ ჟურნალისტები. რამდენიმე მილიონი კაცი ვცხოვრობთ საქართველოში, ზოგი ისე მოიქცევა და ზოგი ასე, საფრთხილოა ეს. პრაიდის ორგანიზატორებზეა სრული პასუხისმგებლობა, გამოსულიყვნენ და გაეუქმებინათ. ჟურნალისტს თუ აყენებენ შეურაცხყოფას, თქვენ მოითხოვთ დასჯას იმ ადამიანებს, მაგრამ ვინც პროპაგანდას აკეთებს, იმათზე რატომ არ მეკითხებით“.

მისივე თქმით, არ შეიძლება ლგბტ მარში „ღირსების მარში“ იყოს.

„ეკლესია და ქრისტე არ არის მოძალადე. სამწუხაროა, რომ ხდება ეს მაგრამ ისეთი ვითარებაა, თქვენთან ერთად რომ მნახონ, შეიძლება, მეც მცემონ. იმიტომ გავდივარ და გამოვდივარ, რომ რაიმე დარღვევა არ მოხდეს, მაგრამ ყველგან ხომ ვერ ვიქნები“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ პირში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და პუტინისტურ არჩევანს თავს ახვევს ჩვენ ქვეყანას – ბოკერია
შემდეგი სტატია“თბილისი პრაიდის” განცხადება: ღირსების მარში დღეს არ შედგება