მეუფე იაკობი: ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ

მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებზე ისაუბრა და მორიგი ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ევროპა საქართველოს უსამართლოდ მოექცა და “გალერს და ყველას, ჩვენთვის ბოდიში აქვს მოსახდელი”.

ეპისკოპოსს არც ივანიშვილის ღვაწლი დავიწყებია:

“ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. ვინ არის გალერი? თქვენ გგონიათ ევროპაში რომ ჩავიდე ენას წავუჩლიქავ მაგას? თავის თავს მიხედოს გალერიმ. ჩვენ გვინდა ევროპისკენ იმიტომ რომ სამართლიანი უნდა იყოს ევროპა, ჩვენ მოგვექცნენ ძალიან უსამართლოდ და ბოდიში აქვთ მოსახდელი გალერს და ყველას”, – თქვა მეუფე იაკობმა.

“უკრაინას ხო ყველაფრით ეხმარებიან, იარაღით, ფულით და უნდა დაეხმარონ, წარმოიდგინეთ, ჩვენთან რუსეთი რომ [შემოსულიყო], რამეს გააკეთებდა ჩვენთვის? ამერიკაზე არ ვლაპარაკობ, ევროპაზე გეუბნებით. ევროპაზე გულნატკენი ვარ. I მსოფლიო ომი, II მსოფლიო ომი თავიანთი ქალაჩუნური ქმედებებით გააჩაღეს, ახლა მესამე მსოფლიო ომსაც იღებენ”,-განაცხადა  ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.

banner
წინა სტატიაში10 წლით უნდა აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა – მეუფე იაკობი ოპოზიციაზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო