“მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო”- ეკა ბესელია

region
ავტ.: region ოქტომბერი 28, 2019 15:57

“მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო”- ეკა ბესელია

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ მეუფე იაკობის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის წლების წინ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო.

დეპუტატს სწორად არ მიაჩნია, როცა მსგავსი საკითხები საკანონმდებლო ორგანოში განხილვის თემაა.

“არ ვთვლი, რომ ეს განცხადება არის გასაუბრალოებელი და გასამარტივებელი. მეორეს მხრივ, მე ასევე არ მიმაჩნია სწორად, რომ პარლამენტი გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად და ამ საკითხის ამ ღია სივრცეში გარკვევის ფორმად. მეუფე იაკობი, მახსოვს, რომ იყო, ასევე, მოძღვარი ბიძინა ივანიშვილის,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობის მტკიცებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, კაბინეტში პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას განიხილავდნენ. მისი თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა ქორესპიკოპოსის თანამდებობა დატოვა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 28, 2019 15:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics