მეუფე იაკობი – ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე მეუფე პეტრე – ვინც არ უნდა იყოს, ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას არ ვაპატიებ

ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე მეუფე პეტრე, – ამის შესახებ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (იაკობიშვილმა) განაცხადა.

მეუფე იაკობი ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ბოლო მოვლენების შემდეგ, „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის“ შესახებ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაკარგავს მეუფე პეტრე სასულიერო პირის წოდებას, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ეკლესიაში სიტყვა ეთქმის და არავის აპატიებს პატრიარქის ღირსების შელახვას.

„როგორც იქცევა, თუ არ შეინანა, ჩვენთვის არის როგორც… ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე ეგ, როგორც იქცევა, პირდაპირ გეუბნებით. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა „გააპრაონ“ ეგ, ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე, გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, რომ იცოდეთ და მერე ყველა დამეთანხმება. გუშინ რაც გააკეთა მეუფე პეტრემ, თან გვიქადაგებს, თან თვითონ ხომ უნდა იცოდეს შიგნით რა ავტორიტეტია. თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტორიტეტია, სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ უნდა იყოს. აბსოლუტურად ავტორიტეტი არ არის ჩვენთან. მე შეიძლება პირადად რაღაც გავუკეთო, გასაკეთებელს გავუკეთებ, არ ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რუსების შემოთავაზება არის, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ, პატრიარქს დაარტყან, არც რუსეთი მაინტერესებს, არც კონსტანტინოპოლი, პირდაპირ გეტყვით, ქართველი ვარ და ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, თეთრ ხიდზე არსებული მინის იატაკი დაზიანდა
შემდეგი სტატია,,20 000-ს მთხოვდა მიხეილ რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს მათ გადავახდევინებ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს”