მეუფე იაკობი : ალბათ იქნება ვადამდელი არჩევნები

ბოდბელი ეპისკოპოსი სიღნაღის თამარ მეფის ეკლესიაში ვადამდელ არჩევნებზე ქადაგებისას ისაუბრა. მისი თქმით, ალბათ, იქნება ვადამდელი არჩევნები.

„ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ, ბევრჯერ გავაფრთხილეთ, თავი დაგვანებონ, ნუ გვაიძულებენ, რომ მართლა მხარე გავხდეთ. თორემ გადავხედოთ, როცა მართლა მხარეს ვიჭერთ, ვინც ბევრს ლაპარაკობს, იმისთვის სასიკეთოდ არ მთავრდება.

არაფერში არ ვერევით, ყველა მხარე საქართველოს შვილია.როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნება. არ ვაპირებთ და ნუ გვაიძულებენ, რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. ეკლესია რასაც უკეთებს ქვეყანას, არავის არ აქვს ამდენი გაკეთებული. როცა მტერი შემოდიოდა, ქართულ ენას ეკლესია ინახავდა. როცა 2008 წელს, ქვეყნის კაპიტულაციაზე ხელი მოეწერა,დღესაც ჩვენი პატრიარქის ტიტულში შედის ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული.

რუსებიც აღიარებენ, მსოფლიო პატრიარქიც აღიარებს, ჩვენი მიწები ისევ ჩვენთან არის, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ასე წაართვეს მიწები. ჩვენზე წარამარა, ხან შავი ჯიპებიო, ხან 25 მილიონიო, გადით რამდენი პლაკატი აქვთ, თითო 10 ათასი ლარი მაინც ღირს.

მე პირადად, ნეიტრალურ პოზიციაზე, ვარ. რასაც ვუყურებ ასე მირჩევია. თუ იყო მერე, ალბათ იქნება ვადამდელი არჩევნები, იქ უკვე დავაფიქსირებ. საიდან ვშოულობთ ფულს, ჩვენ ჯიბეში კი არ ვიდებთ. 25 მილიონს, სკოლებში ვიხდით. ჩატარდეს არჩევნები და დავიწყებთ პარაკლისების ჩატარებას.” – აცხადებს მეუფე იაკობი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასოფელ ველისციხის საჯარო სკოლა 22 ოქტომბრამდე სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა