მეუფე იაკობი: „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან

მეუფე იაკობი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოფელ ხირსიდან გამოეხმაურა.

„უცხოეთი საქართველოს მთავრობას აღიარებს. თუ გინდა მათთან ურთიერთობა, უნდა მოუსმინო. აუცილებელია შერიგება. მოიქეცით ისე, რომ ჩვენი სახელმწიფო არ დააზიანოთ. ევროპაც და ამერიკაც ელაპარაკება ორივე მხარეს, უნდა მოუსმინონ. ზოგი ამბობს, ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი საკითხიო, რაღაც როცა არის, წერილებისთვის რატომ გარბიხარ უცხოეთში?! იქიდან ცუდი წერილები რომ მოსწერონ მთავრობას, ხო?! ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება და ძალიან ცუდია. როცა ერთი მხარეც და მეორეც არას ამბობ, ელჩებთანაც სირცხვილია, სახელმწიფოს წარმოადგენენ და აქ საბავშვო ბაღს უყურებენ, მიდის ვაჭრობა. ვისზე, საქართველოსთვის ვაჭრობ?! ამერიკა ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ევროპა, ნატოზე ადრე ფიქრობენ, რომ ევროკავშირში შევალთ. შე დალოცვილო, ერთიც გელაპარაკება და მეორეც. ნუთუ ისე რთულია მოლაპარაკებებზე წასვლა?! საქართველო რომ უყვარდეთ, მაშინ მოილაპარაკებდნენ, თუ ვერ მიოლაპარაკეს, ჩავთვალოთ, რომ არცერთ მხარეს არ უყვარს საქართველო, იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ ისეთ დამაბრკოლებელ მიზეზს, რომ ვერ მოილაპარაკონ. ჩვენ რისთვის გვინდა ხელისუფლება? ჩვენ გვინდა 150 გონიერი ადამიანი, რომ მართონ ქვეყანა. იმისთვის ხომ არ გვინდა, რომ ვიღაცამ პარტიებში ან ძალაუფლება გაიმყაროს. გვინდა, რომ გვემსახუროს. ახლაც ხედავთ, ჩატარდა არჩევნები და რის ფასად?! იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესაზღუდი. ყველა პარტია დადიოდა აგიტაციაზე, არავინ აკლდებდა. ვისაც ბევრი ფული ჰქონდა, ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და ვირუსი გადი-გამოდიოდა სხვადასხვა კუთხეში. მერე იყო არჩევნები, 2 მილიონი კაცი მივედით არჩევნებზე, კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა, თვითონ კომისიის წევრები და მათ სახლებშიც მიიტანეს. ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. მე ხელისუფლება გავაფრთხილე, 1500-სა და 1600-ს შორის იყო დაავადებულების რიცხვი, გავაფრთხილე, 5 000, 10 ათასიც იქნება, კარგად გადახედეთ- მეთქი. ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა. მერე რა ხდება, ნაწილი პარლამენტში შედის, ნაწილი ამბობს, არ შევდივარო. სულ არ მაინტერესებს, ვინ შედის და ვინ არა, მაინტერესებს ერთი რამ, მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის? ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა? ასეთ დღეში ვართ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არსებული სასამართლო სისტემა შეაფასა. მას მიაჩნია, რომ მაშინ „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, როცა სასამართლო მეტად დამოუკიდებელი და სამართლიანია.

„ვითომ ისე გადააბარეს ხელისუფლება. კარგად ვიცი როგორც იყო, სხვა შანსი არ ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ. არ წავიდოდნენ და მაინც გაუშვებდნენ, მაგათზე არ იყო დამოკიდებული იმიტომ, რომ არ შეიძლება მასეთი რაღაცები აკეთო გარეთ, სამეზობლოში, ვისთანაც უთიერთობა გინდა, არავის უსმენდე. ეს უცხოეთიდან ვიცი, ვინც საქართველოსთან მაშინ პოლიტიკას ქმნიდა.

იყო ახალი ხელისუფლება, ახალი იმედები გაჩნდა და კარგი რაც იყო, ეს არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. თუ შეკვეთა არ არის, ძირითადად სასამართლო სამართლიანად წარმართავს ხოლმე საქმეს. ძველად, რასაც „ადეიშვილის კანტორიდან“ შეუთვლიდნენ, იმას აკეთებდა სასამართლო. დღეს თითქმის იგივე მოსამართლეები არიან, თუ პოლიტიკურ ინტერსები არ იყო, კარგად ვხედავთ, მაშინ სწორად წარმართვა შეუძლიათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: სულ არ მაინტერესებს, ვინ შედის და ვინ არა, მაინტერესებს ერთი რამ, მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის?
შემდეგი სტატიასააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს