მეუფე გრიგოლს მხოლოდ მეუფე პეტრეს დატოვებულ ძაღლებზე ჰქონია ალერგია

პეტრე ცაავას განკვეთის შემდეგ ჭყონდიდის და მარტვილის ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი გახდა. ეპარქიაში მისვლის შემდეგ მეუფე გრიგოლმა პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ მისი წინამორბედის ძაღლები გააძევა რეზიდენციის ტერიტორიიდან.
ჭყონდიდის და მარტვილის ყოფილ მიტროპოლიტს ძალიან უყვარდა ძაღლები და რეზიდენციის ეზოში რამდენიმე ოთხფეხა მეგობარი ყოველთვის ჰყავდა. პეტრე ცაავას რეზიდენციაში ძაღლები მაშინაც ჰყავდა, როცა ის ხევისა და სტეფანწმინდის ეპისკოპოსი იყო.
განკვეთილ პეტრე ცაავას ეპარქიიდან ბევრი არაფერი წამოუღია. მან ძაღლებიც იქ დატოვა. ძაღლებს ძალიან უყვარდათ თავისი პატრონი. როცა პეტრე ცაავა იქედან წამოვიდა, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ძაღლები გამუდმებით ყმუოდნენ.
მეუფე გრიგოლმა სწორედ ეს ყმუილი დაასახელა რეზიდენციის ეზოდან ძაღლების გაძევების მიზეზად.
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიიდან გამოძევებული ორი ძაღლი -აზიური ნაგაზი „ბასარა” და ინგლისური ბულდოგი „ლორდი” ჟურნალისტმა და ოპერატორმა წაიყვანეს. ამის ნება მათ მეუფე გრიგოლმა მისცა.
ამ ფაქტს მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა კითხულობდა ძაღლები რატომ გამოყარა მეუფემო. მაშინ გაჩნდა ვერსია, რომ მეუფეს ძაღლებზე ალერგია ჰქონდა. თავად მეუფეს ეს არასდროს უთქვამს.
როგორც „თაიმერმა“ გაარკვია მეუფე გრიგოლს მართლა ჰქონია ძაღლებზე ალერგია, მაგრამ მხოლოდ მეუფე პეტრეს დატოვებულ ძაღლებზე. აკო ქიქავამ „თაიმერს“ ექსკლუზიურად მიაწოდა ფოტოები, სადაც ვხედავთ რომ მეუფე გრიგოლმა რეზიდენციაში ორი ძაღლი მიიყვანა.
„თაიმერმა“ გაარკვია რომ მეუფეს ძალიან ჰყვარებია ძაღლები, განსაკუთრებით კი კავკასიური ნაგაზი. და რა გასაკვირია, რომ მის რეზიდენციაში ბინა ორმა კავკასიურმა ნაგაზმა დაიდო. ორივე მათგანი მამალია. და სხვა კავკასიური ნაგაზების მსგავსად მათაც დაჭრილი აქვთ ყურები. ძაღლების სახელები ჯერ ვერ დავადგინეთ.

შორენა მარსაგიშილი

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ხევში შუახნის ქალი გადავარდა
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია