15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მეუფე გრიგოლი: ვინ ვის ლობირებს და ვინ ვის რას ჩუქნის, ვერ გეტყვით – დასკვნები ადამიანებმა გააკეთოს

ვინ ვის ლობირებს და ვინ ვის რას ჩუქნის, ვერ გეტყვით – თითოეული ადამიანი ფლობს იმ უნარს, რომ დასკვნები გააკეთოს – ასე პასუხობს ფოთისა და ხობის მიტროლიტი, მეუფე გრიგოლი “პირველების” კითხვას.

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “ტვ პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ კონკრეტული ბიზნესმენები რამდენიმე მღვდელმთავარს შეხვდნენ და მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვეს.

ვფიქრობ მოაზროვნე ადამიანები თვითონ გააკეთებენ დასკვნას – ვინ ვის ლობირებს და ვინ ვის რას ჩუქნის, ვერ გეტყვით. თითოეული ადამიანი ფლობს იმ უნარს, რომ დასკვნები გააკეთოსსაპატრიარქო არჩევნები თვისობრივად უნდა განსხვავდებოდეს სხვა არჩევნებისგან. 

ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა, მისმა ხვალინდელმა დღემ და მომავალმა.  როგორ მოხდება ეს – ეს ადამიანების გონიერებაზეა დამოკიდებული. არა მარტო ღვთის წყალობაზე, ჩვენც დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

მიტროპოლიტი ამბობს, რომ ახლა ეკლესიისთვის ურთულესი მონაკვეთია, რადგან ის გზა, რომელიც მთელმა სინდომა და პატრიარქობის კანდიდატებმა უნდა გაიარონ, მარტივი გასავლელი არ არის.

ჩვენ ახლა ტესტს ვაბარებთ, რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს – უთხრა “პირველებს” მეუფე გრიგოლმა, რომელიც პატრიაქობის ერთ-ერთი კანდიდატია.

მე გაკვირვებული ვარ – ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყანაში, ეკლესიაში და თქვენ გინდათ მე ახლა სხვა მიმართულებით წამიყვანოთ? მეუფე (ზენონი) თუ ამბობს, ეს მისი აზრია რა თქმა უნდა, მე ამაზე რა უნდა გითხრათ. იმდენად მნიშვნელოვან პროცესში ვართ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღირსეულად წარიმართოს და ეს მაგალითი იყოს ერისთვისაც ერთგვარი. ტესტს ვაბარებთ ახლა ჩვენ, რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს ჩვენი ეკლესიისთვის და მართლაც ურთულესი მონაკვეთია”, – ამბობს მიტროპოლიტი. 

“პირველების” ჟურნალისტმა მაღალ იერარქს ასევე ჰკითხა – ხედავს თუ არა გაფართოებული კრების მოწვევამდე კიდევ ერთი კრების მოწვევის აუცილებლობას, რის შესახებაც გუშინ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში”  დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა ისაუბრა.

შევიკრიბებით და იქ ითქმება ეს, მე რატომ ვილაპარაკო სინოდის სახელით. სინოდის სახელით სინოდის წევრები შეიკრიბებიან და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, თუ საჭირო იქნება” – ამბობს მეუფე გრიგოლი. 

ცნობისთვის, გუშინ “ტვ პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე ისაუბრა, თქვა, რომ კონკრეტული ბიზნესმენები  რამდენიმე მღვდელმთავარს შეხვდნენ და მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 4.8 მილიარდ ლარს ინახავენ
შემდეგი სტატიაირანის პარლამენტის წევრი: “აქსიოსის” მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის წინადადება უფრო სურვილების სიაა, ვიდრე რეალური გეგმა