მეუფე გრიგოლი: თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით მიეცემიან პასუხისგებას, გული დამწყდება

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს. ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს”. – ამბობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი დავითგარეჯის საქმეზე.

მიტროპოლიტი გრიგოლის თქმით, ამ საკითხზე ეკლესიის პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წმინდა სინოდი შეიკრიბება. მისივე თქმით, საქმის გარშემო ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მისთვის გულდასაწყვეტია, თუ საქმეზე სხვა მტკიცებულებები არ არსებობს და დაკავებულ პირებს მხოლოდ ამ ბრალდებით მისცემენ პასუხისგებაში.

“მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება, ესაა უფრო ემოციური მხარე. თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება… ამდენი ხანი თუ ცნობილი იყო, დღეს უკვე კითხვებს აჩენს”. – ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.

banner
წინა სტატიაშიგანჯა კიდევ ერთხელ დაიბომბა
შემდეგი სტატიამოსაყდრე შიო : იმედია, დავით გარეჯის მონასტერები საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ