მეუფე გრიგოლი : მე გამახსენა 1989 წელი , როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა

“მიჭირს პასუხის თქმა , თავი სიზმარში მგონია , მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის.რეალობა ძალიან დამაფიქრებელია . ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი , როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანე ფორმიანი ადამიანებისა რომლებიც ნიჩბებით და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მტავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია და აი, ამ სიტყვებით მიმართა, შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს, ნუ , რაც მოყვა ამას ეს ჩვენ ვიცით,დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია . დღეს უკვე ჩვენს თვალწინ არის ცოცხალი მაგალითები მთელ მსოფლიოში, როცა არის უდიდესი მსხვერპლი,მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან, მავანნი კიდე მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აი, ამ ფონზე ჩვენ გვესმის საფრთხე რეალურია , თან გეტყვით ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი, ანუ ამის მიმღები და გამგონი, რათქმა უნდა ადრესატი ამის არის თოთოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა მათ შორის ეკლესიაც . ამ რეალობას და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად ვერ წაუვალთ

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

ასეთი ორგანო საპატრიარქოში არ არსებობს, რომელიც ამ კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებდა . ასეთი როგორც ადრე გითხარით არის წმინდა სინოდი , რომელიც გაიმართა ადრე და მიიღო გადაწყვეტილება რაც მიიღო და მას შემდეგ უკვე ჩვენ რამოდენიმე განცხადება მოვისმინეთ , საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები და რეკომენდაცია რა ტქმა უნდა დიდა განსხვავდება კურთხევისგან . საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ , რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც ჩვილი დედის მკერდზე. ეს ხალხი არის მრევლი, რომლებიც იმედის თვალით სეგყურებს და ელის შენგან მაცხონებელ სიტყვას. ამ მდგომარეობასი, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული და არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან. და სახეზე არის მრავალი მაგალითი . ის პროცესი, ის განვითარება ამ მოვლენებისა , მათ უწყიან, ისინი ხედავენ ამას, როგორც თქვენ მე მხედავთ და მე გხედავთ. ძალიან მიმძიმს საუბარი ამ თემაზე”, – აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან საქართველოში აპლიკაცია STOP COVID ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან
შემდეგი სტატიამე თქვენ გასწავლით ჭკუას ახლა მაცადეთ! – ნათელაშვილი