მეუფე გრიგოლი კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქოსგან კვალიფიციური პასუხების მიღებას ითხოვს

ჩვენ უნდა ავიღოთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება ისე, რომ ნერონის პერიოდის მსგავსად არ აღმოჩნდეს ეკლესია გამოყენებული, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ფოთის საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დროს ქვეყანაში კორონავირსთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას.

„არ ვიცი, საპატრიარქო, რომ აკეთებს განცხადებას, ვინ დგას ამის უკან, ვერ გეტყვით ამას. საპატრიარქოს განცხადება როცა კეთდება, იმის მიუხედავად, ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს პატრიარქზეა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ და ერთიანი პოზიცია შემუშავდეს.

„ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება, ფორსმაჟორში მიიღოს ადამიანმა, ინსტიტუციამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ფორსმაჟორი ფილმებში გვინახავს ქვეყანა ინგრევა და არავინ არის იმის უნარის მქონე, რომ შეიკრიბოს თუნდაც საბჭო და იმსჯელოს, ესეთი მოვლენა აქ არ არის. არის იმის საშუალება, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშავოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება ისე, რომ ნერონის პერიოდის მსგავსად არ აღმოჩნდეს ეკლესია გამოყენებული, რომ აი, ეკლესიაა დამნაშავე, რომ ვირუსი აქტიურად ვრცელდება, ამას სჭირდება არა ერთჯერადი ჭიქებით დაპირისპირება, არამედ ერთობლივი მსჯელობა და გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ ისინი ადგილობრივ დონეზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ჩამოვყალიბდებით იმდაგვარად, რაც ჩვენი მრევლისთვის სასარგებლო იქნება, რაც არ დააზიანებს მათ სარწმუნოებას და არანაირად დაამახინჯებს ეკლესიას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ადგილობრივად, ვიდრე ჩვენ მღვდელმთავრები შევიკრიბებით და ვიდრე დასკვნებს ჩამოვაყალიბებთ, რასთან გვაქვს საქმე და როგორ იმოქმედებს ეკლესია. ეკლესიის წინაშე განსაცდელი მრავალჯერ ყოფილა და ემოციური გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება საჭირო იყო, მაგრამ გონივრული რეაქცია ყოველთვის აუცილებელია მიმდინარე მოვლენებზე“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

 

https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/pcb.2599947590290232/2599947443623580/?type=3&__tn__=HH-R&eid=ARDgJN4CeezAL0zk0fpahwYSIT7437PWAXsNn83dxkCBkQ5_Z8qlvycWja_qd0n_u7W13eQC6jm9QbVu

 

 

 

https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/pcb.2599947590290232/2599947443623580/?type=3&__tn__=HH-R&eid=ARDgJN4CeezAL0zk0fpahwYSIT7437PWAXsNn83dxkCBkQ5_Z8qlvycWja_qd0n_u7W13eQC6jm9QbVu

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15/03/2020 წლის 10:00 საათიდან 16/03/2020 წლის 10:00 საათამდე შესრულდება შემდეგი რეისები
შემდეგი სტატიაფოთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა