“მეუფე გრიგოლი იტყუება”-ანდრია სარია გრიგოლ კაციას პასუხობს

“მეუფე გრიგოლი იტყუება”- ასე ეხმაურება ანდრია სარია მეუფე გრიგოლის მიერ “თაიმერთან” გაკეთებულ პირველ კომენტარს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა  გრიგოლმა ანდრია სარიას  ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ ,მარტვილში “თაიმერის” კორესპონდენტთან განცხადა, რომ ანდრია სარიამ, გადაწყვეტილება ეპარქიიდან წასვლის თაობაზე თავად მიიღო.“თაიმერმა” კითხვით ანდრია სარიას მიმართა.

როგორც სასულიერო პირი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მსგავსი საუბარი არ ყოფილა და მან,მხოლოდ მონასტრის დატოვების თაობაზე ისაუბრა.

,,მეუფე გრიგოლი იტყუება, რადგან მსგავსი საუბარი არ ყოფილა. მე ვთქვი, რომ მონასტერს ვტოვებ, მაგრამ არა ეპარქიას. სალხინოში ვითვლებოდი მონასტრის წევრად, ერთი თვეა არ მოუკითხავს მონაზვნები და საიდან ეცოდინებოდა ვინ სად დარჩა.

ამ თემაზე გარკვეული პასუხი მიიღო მეუფე გრიგოლმა.მეუფე პეტრე ვერ გადაწყვეტდა მამა ანდრიას ნაცვლად. პასუხი მიიღო ამაზეც, რომ ჩემს ნაცვლად სხვა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას”-განაცხადა “თაიმერთან” ანდრია სარიამ.

შეგახსენებთ, დღეს მარტვილში “თაიმერის” კორესპონდეტმა გრიგოლ კაციას კითხვა, ანდრია სარიას გათავისუფლების შესახებ დაუსვა, რაზეც მეუფემ შემდეგნაირად უპასუხა.

“როცა ჩამოვედი, მამა ანდრია იყო კომისიის წევრი. ვთხოვე მამა ანდრიას,რომ დარჩენილიყო. მეუფე პეტრეს ვკითხე დარჩეს ეპარქიაში, მეუფე პეტრემ მითხრა უარი, ევროპაში სწავლა უნდა გააგრძელოსო.

მაშინ ვკითხე მეუფე პეტრეს, კიდევ ვინ ტოვებდა ეპარქიას-მან მიპასუხა ,რომ ტოვებს იღუმენია თამარი ,დედები და მამა ანდრია.”აცხადებს “თაიმერთან” მეუფე გრიგოლი.

მღვდელმონაზონი ანდრია სარიას ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მიიღო. გრიგოლ კაცია მას დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავება. საკითხი სამსჯელოდ სინოდალურ კომისიას გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ კაცია ანდრია სარიას გათავისუფლებაზე “თაიმერთან” პირველ კომენტარს აკეთებს(+ვიდეო)
შემდეგი სტატიავაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა შეკრება დაიწყეს