მეუფე გრიგოლი – დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მთელი ქვეყანა მერე დუღს, თუხთუხებს, მგონი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც თავად მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„რაც შეეხება დეკანოზის მოკითხვას, პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ გიორგი მამალაძე ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს
შემდეგი სტატია17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს