მეუფე გრიგოლი: ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია ეს პასიუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს პატრიარქი

“ყველაფერი ის რაც ეხება თითოეულ მოქალაქეს გვეხება ჩვენც ბუნებრივია. კანონებს ჩვენ არ ვადგენთ. თავისთავად ცხადია ვექვემდებარებით კანონის მოქმედებას, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ საზოგადოების კეთილდღეობისკენ სწრაფვას. რაც შეეხება ღვთის მსახურებას, ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს პატრიარქი. რადგან, ორი კაცი შეიკრიბება თუ, ათი კაცი, მღვდელმთავრები, ეს არ იქნება მთლიანად ეკლესიის ხმა და არ იქნება საერთო სულისკვეთების გამომხატველი. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა, რომ საგანგებო ვითარებაა, ასე ვთქვათ ფორსმაჟორი არის, როგორც იტყვიან, სინოდი ვერ შეიკრიბება, თუნდაც იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაზეც საუბარია. ალბათ კათოლიკოს პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას. ის ადამიანები, ვინც ებრძვიან ამ ვირუსებს და მკურნალობენ ადამიანებს, თუ ისინი ამბობენ, როგორც პატრიარქი გვეტყვის ისე მოვიქცევითო, მე როგორ ვიტყვი ახლა მღვდელ მთავარი…. რა თქმა უნდა ამ ფორსმაჟორში მისი აზრი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება”,-აცხადებს ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებლო მდგომარეობა მოქმედებს, 21:00-დან 6:00 საათამდე დაწესებულია კომენდანტის საათი. საპატრიარქოს, რომელიც რეკომენდაციებს და წესებს არ იცავს და მრევლს კვლავ ერთი კოვზიდან აზიარებს, ჯერ არ უთქვამს, როგორ აპირებს სააღდგომო ღამის ლიტურგიის ჩატარებას.

banner
წინა სტატიაში“ჯიპიაი ჰოლდინგი” ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის ჰოსპიტალში აღებული 23 ანალიზიდან კორონავირუსი ექვს პაციენტთან დადასტურდა