24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

მეუფე გიორგი: რეზიდენციიდან მოიპარეს მეუფე იობის დიპლომი

პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია, ამის შესახებ ” პირველის” ეთერში წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა.

მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს.

ორი თვის წინ მიტროპოლიტმა იობმა თავის რეზიდენციაში, სადაც იყო ეს დოკუმენტები, საქაღალდეები, მათ შორის იდო დიპლომი, ეს არის დიპლომი მცხეთის სემინარიისა, რომელიც მან დაამთავრა 1988 წელს და როდესაც იქნა მოთხოვნილი, რომ ეს საბუთები წარმოედგინა მას სინოდის სხდომაზე, ახლა კანდიდატების გამორჩევის დღეს,  ფაქტობრივად გაურკვეველ ვითარებაში, საეპისკოპო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი. 

ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ნუ რეზიდენციაშ ეს დიპლომი აღარ არის. დიდი ალბათობით, ეს არის მოპარული. […]

ორი თვის წინ მეუფემ ნახა ეს დიპლიმი რომ იდო თავის ადგილას და როდესაც მოდიოდა, რომ წარედგინა დიპლომი, საბუთები მიეტანა საპატირაქოში დიპლომი არ აღმონდა ადგილზე,” – თქვა მეუფე გიორგი ჯანმდელიანმა.

მეუფე გიორგიმ აღნიშნა, რომ კანდიდატების გამორჩევის წმინდა სინოდის სხდომაზე, მცხეთის სასულიერო სემინარიის მაშინდელ რექტორს, მიტროპოლიტ ზოსიმეს მიმართეს, რომელმაც მეუფე იობის დიპლომის არსებობა დაადასტურა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანდიდატების გამორჩევის სხდომაზე, რადგან 1988 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი გახლდათ ჩვენი ღრმადპატივცემული უხუცესი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი ზოსიმე, მეუფე იობმა მიმართა მას და მან დაუდასტურა რა თქმა უნდა. აქ წერია შემდეგი: – “პატივისცემით გაცნობებთ, რომ მღვდელმონაზონმა იობმა 1988 წელს დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია და ჩემს მიერ მასზე იქნა გაცემული დიპლომი. ეს სავსებით საკმარისი მტკიცებულებააა,” – თქვა მეუფე გიორგიმ.  

banner
წინა სტატიაშიმეუფე ანდრია გვაზავა: რაღაც შფოთსა და გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც, სამწუხაროდ, ახლდა რაღაც ჭორები
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: საინტერესოა ზელენსკისთან შეხვედრის შინაარსი!საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა?