13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

მეუფე გიორგი ჯამდელიანი: მინდა გამოვეხმაურო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას

მინდა გამოვეხმაურო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რამაც ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია,- ნათქვამია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებაში ქურმუხის წმინდა გიორგი ტაძრის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

,,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით არ დაუყენებია არანაირი ტერიტორიული პრეტენზია.

ჩვენთვის ქურმუხის ტაძარს აქვს ისტორიული, საეკლესიო და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა.

ჩვენი ინტერესია არა რაიმე დაპირისპირება ორ მეგობარ მეზობელ სახელმწიფოს შორის, არამედ ტაძრის ისტორიული სახის, სიწმინდის და კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ დაცვა.

ასეთი მგრძნობიარე საკითხები მხარეებს შორის კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს და წყდებოდეს. ეს არის პირადად ჩემი მოკრძალებული რეკომენდაცია.

“უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს,უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,- ნათქვამია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებაში ქურმუხის წმინდა გიორგი ტაძრის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ მოძრაობამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველია ამოთხრილი”. მათივე ცნობით, აღნიშნული “საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს”. მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და დაწერა, რომ “შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ”.

მათივე განცხადებით, “უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა”.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ „ქურდული სამყარო“-ს წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო: თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება