24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

მეუფე გიორგი ჯამდელიანი: გული მწყდება, რომ როცა ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი გამოდის და უკვე ბოლოში, როცა მოგებული პედესტალის იმაზე დგას და მაშინ იძახის, რომ მე ვარ მიკერძოებული, ვფიქრობ, ეს არასამართლიანია

გული მწყდება, რომ როცა ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი გამოდის და უკვე ბოლოში, როცა მოგებული პედესტალის იმაზე დგას და მაშინ იძახის, რომ მე ვარ მიკერძოებული, ვფიქრობ, ეს არასამართლიანია,- ამბობს მეუფე გიორგი ჯამდელიანი TV პირველის ეთერში.

“რატომ არის გულდასაწყვეტი ეს იცით? ნებისმიერი სამსახურის ხელმძღვანელი, თუ შენ გგონია, რომ შეიძლება მიკერძოებული გახდე, რომ არ გამოიყენო რაიმე ადმინისტრაციული რესურსი, მაშინ უნდა დატოვო დროებით მაინც თანამდებობა და გადააბარო სხვას იმიტომ, რომ სხვა ადგილობრივ ეკლესიებში ასეთი გამოცდილებაც კი არსებობს, რომ როცა რომელიმე მოსაყდრე თავის კანდიდატურას აყენებს, ის გადადგება და უთმობს სხვა მოსაყდრეს ამ ორგანიზების და არჩევნების ჩატარების უფლებას, რომ სამართლიანი იყოს პროცესები”,-ამბობს მეუფე გიორგი ჯამდელიანი.

“ველოდებით, რომ ხმათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება მეუფე შიოს სასარგებლოდ, იმედიანად ვართ ამ მხრივ. მე მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, რა თქმა უნდა” – თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ოცნების პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში 30 აპრილს.

28 აპრილს სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი. მეუფე შიომ 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი 7-7 ხმა მიიღეს. ერთ-ერთ მათგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიარაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის თავდასხმას გმობს
შემდეგი სტატიასამტრედიაში სახლი დაიწვა