მეუფე გერასიმემ მედიკოსებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოსა და ენგურის ხიდზე მდებარე საველე კარავში იმყოფებოდა.
მან მედიკოსებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად სააღდგომო ხატები გადასცა.
დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული რიგით მეორე პაციენტი გაეწერა. ეს არის სოფელ საბერიოს მკვიდრი 50 წლის ქალი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ანაკლიის საკარანტინო ზონაში თვითიზოლაციაში იქნება.

https://youtu.be/8F9cy88vhS4

https://youtu.be/ECgc9Fn9k2c

 

banner
წინა სტატიაშიპირი LIVE-ში ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა
შემდეგი სტატიავარკეთილში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისა და პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის ექვსი პირი დააკავეს