მეუფე გერასიმე შარაშერიძე:მრევლი ყველა წესსა და რეკომენდაციას ითვალისწინებს

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმე შარაშერიძემ აღავლინა.მიტროპოლიტმა ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მრევლი ყველა წესსა და რეკომენდაციას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საკითხს, თუ რა ფორმატით ჩატარდება საღმრთო ლიტურგია აღდგომის ღამეს, როგორც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით უწმინდესის მითითებას ელოდება.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გერასიმემ მრევლს ბზის ტოტები და ტკბილეული დაურიგა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი: 24 წლის ორსული კლინიკიდან რამდენიმე საათში გაეწერება
შემდეგი სტატიათბილისში 80 წლის კრიტიკული პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა