მეუფე გერასიმე შარაშერიძე : შეიკრიბება ზუგდიდისა და ცაიშის სასულოერო პირები და მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, ეპარქია სრულად ითვალისწინებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან თემის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საპატრიარქომ გუშინ გააკეთა ოფიციალურ განცხადება, იმასთან დაკავშირებით რომ ვისაც ექნება სურვილი და საშუალება ,საღამოს 9 დან დილის ექვს საათამდე მოვა ტაძარში.
მისი თქმით, რეკომენდაციებს რომელიც არის გაჟღერებული სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან ეპარქია დიდი ხანია იცავს.
როგორც ზუგდიდისა ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღდგომის ღვთისმსახურებამდე შეიკრიბება ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულოერო პირები და მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.მისივე თქმით, სავარაუდოდ ეს იქნება ზუგდიდის მშენებაზე ტაძარი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს
შემდეგი სტატიაკარანტინში მყოფთა რიცხვი გაიზარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით