მეუფე გერასიმე: მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა ფორმალურად

პეტრე–პავლობის დღესასწაული განსაკუთრებით წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში აღინიშნა

“მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა ფორმალურად” – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

ეპარქია, სწორედ იმ მიმართულებით განახორციელებს მოქმედებებს, როგორც საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთდ აჟღერებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძრებში ბზა არ გაიყიდება, ყველა ტაძარში სახლიდან მოტანილი ბზა იკურთხება. მეუფე მრევლს მოუწოდებს, რომ ბზები არ მოჭრან, რადგან სიმბოლურად თითო ტოტიც საკმარისი იქნება.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ესეც ვერ მოხერხდება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მისივე თქმით, მთავარია სულიერად შვხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა უბრალოდ ფორმალურად.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, ასევე კომენტარი გააკეთა ტესტებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თუ ეს არის რეკომენდირებული და ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ამასაც რა თქმა უნდა გაითვალისწინებენ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი- ამ ვითარებაში 1000-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვება გაუგებარი მიზეზით, მიუღებელია