11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

მეუფე დოსითეოსი: თუ ეპისკოპოსი რაიმე ზეწოლას განიცდის, ის ვალდებულია, რომ განაცხადოს

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპატრიარქო საქმეებში რაიმე ტიპის ჩარევის მცდელობებს შეეხებოდა, რომ არც მას უგრძვნია ზეწოლა და არც სხვა ეპისკოპოსებისგან გაუგია.

„ძნელია, ამაზე პასუხი ერთმა ეპისკოპოსმა გასცეს. თუ ეპისკოპოსი რაიმე ზეწოლას განიცდის, ის ვალდებულია, რომ განაცხადოს და ეს აუცილებელიც არის. მე ასეთი ზეწოლა არავისგან მიგრძნია, არც სხვა ეპისკოპოსებისაგან გამიგია, რომ რაიმე ზეწოლა ვინმეზე ხორციელდებოდა.

მე არ შემიძლია, რაიმე გითხრათ ზეწოლაზე და ასეთი ფაქტი პირადად არ მაქვს, მაგრამ თუ ამის შესახებ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია, ალბათ ამის თქმა შესაძლებელია. უბრალოდ, ძალიან ძნელია რაიმე პოლიტიკური ელფერი მოვძებნო და აქედან გამომდინარე ვიმსჯელო”, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

banner
წინა სტატიაში“ერთადერთი, რაც ფასების კომისიამ “დაადგინა”, არის ის, რომ ბატონი კობახიძე, მატყუარაა”- ტატა ხვედელიანი
შემდეგი სტატიავასო ურუშაძე: “ოცნების” კაბალური პოლიტიკა ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება მოქალაქეებს