მიტროპოლიტ ისაიას წერილს მართვა-გამგეობის დებულებაში საპატრიარქო კანდიდატისთვის განათლების კრიტერიუმის შესახებ, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ მეუფე ისაიას წერილი იყო პრეცედენტი.
„მეუფე ისაიას წერილი იყო პრეცედენტი. ძალიან გულწრფელი და საინტერესო წერილი იყო იმ გაგებით, რომ შეიძლება ფორმალობაა დებულების მოთხოვნა, მაგრამ ეს მაინც სამართლებრივი ძეგლია, სამართლებრივი საკითხია. სწორი მინიშნება იყო და საბოლოოდ ამან უბიძგა იმ მომენტს, რომ ეს დებულება ფაქტობრივად შესაცვლელი დებულებაა. ამ დებულების ნაკლოვანების წარმოჩენაც მოხდა ამ წერილით. მეუფე ისაია ერთგვარ ლაკმუსად იქცა იმ გამოწვევებისა, რაც ამ დებულებაში ამ ჩანაწერს მოჰყვა.
სინოდზე გარკვევით ითქვა კანდიდატებისგანაც და სინოდის თავმჯდომარისგანაც, სინოდის უმრავლესობა, შეიძლება ითქვას 100%-მდე, დარწმუნებულია იმაში, რომ მართვა-გამგეობის ახალი დებულება იქნება საჭირო“,_ ამბობს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოს ბოგვერაძე “პალიტრანიუსთან’ ინტერვიუში.














