მეუფე დოსითეოსი – სინოდის სხდომაზე, ალბათ განიხილება ვაქცინაცია, მორწმუნეებს აინტერესებთ, რა ხდება, რას ფიქრობს ეკლესია

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სხდომაზე განსახილველ თემებს შორის ვაქცინაციის საკითხიც იქნება.

მეუფეს თქმით, მორწმუნეებს აინტერესებთ, რას ფიქრობს ეკლესია ვაქცინაციის საკითხზე.

„სამწუხაროდ, არ ვიცი რა საკითხები იქნება სინოდზე გამოტანილი. ალბათ, იქნება ის, რაც დღევანდელი გამოწვევაა, მათ შორის ვაქცინაცია, რადგან მორწმუნეებსაც აინტერესებთ, რა ხდება, როგორ ფიქრობს ეკლესია, სინოდი როგორ ფიქრობს. ნორმალურია რომ ეს საკითხი იყოს“, – აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე, დღევანდელ სინოდის სხდომაზე განიხილება თუ არა მეუფე პეტრეს განკვეთის საკითხი, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ „არ დადგება ეს საკითხი“.

„მგონია, რომ ასე არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

ამასთან, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ არ იცის სინოდის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის და კომისიის შექნის საკითხი.

„არც ამაზე მაქვს ინფორმაცია. არ ვიცი, დავუჭერ თუ არა მხარს, თუ კომისიის შექმნის საკითხი დადგება. თუ დადგება ეს საკითხი, მაშინ ვიფიქრებ“, – განაცხადა მეუფემ.

სინოდის სხდომა საპატრიარქოში 12:00 საათზეა დაგეგმილი. მეუფეები საპატრიარქოში უკვე იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი ვაქცინაცია იქნება.

banner
წინა სტატიაშიხათუნა გოგორიშვილი – არავინ არსად წასვლას არ აპირებს
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა