მეუფე დიმიტრი: პეტრე ცაავას დიდი როლი აქვს დეკანოზ მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში

დღევანდელ დღეს ჩვენ ახალშობილ მაცხოვარზე უნდა ვისაუბროთ და არ არის ის დღე, რომ ჩვენ მიწიურ, ამსოფლიურ მეფეებზე და მოხელეებზე გავამახვილოთ ყურადღება, – ასე უპასუხა წირვის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე ჟურნალისტების დასმულ კითხვას ფოთისა და ხობის მიტროპოლოტმა, მეუფე დიმიტრ შიოლაშვილმა.

„რა თქმა უნდა, საშობაო ეპისტოლეში, ჩვენს გზავნილში შევეხეთ იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც არსებობს და იმედი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული გამოხმაურება ადამიანის გულში ექნება ჩემს გულისტკივილს, ჩემს ნათქვამს, რადგან ჩვენი ცხოვრება დიდი საზრისის მქონეა. თუ ამ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გარკვეულწილად ართულებს ამ გზას, განსაცდელებს ქმნის, წავუყრუებთ, ისედაც რთული და გაუსაძლისი წუთისოფელი, კიდევ უფრო რთული და მძიმე ხდება.

ადამიანებმა არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ყოფა-ცხოვრება, პირიქით უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და თუ შეგვიძლია, ერთმანეთს შევუმსუბუქოთ ტვირთი. არ შეიძლება, ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყუროთ. მტერიც კი, რომელიც აშკარა მტერია, ბოღმა მის მიმართ არ უნდა ჩაიდო გულში, რადგან ბოღმა ბოღმის მატარებელს ანადგურებს და კლავს. სწორედ, როდესაც მაცხოვრის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ღმერთი არის ღმერთი სიყვარულისა და სიყვარული თუ გვიშველის ჩვენ და გადაგვარჩენს.

ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რისი მოლოდინი მქონდა და რისი მოლოდინი არ მქონდა. მოხდა ის, რაც მოხდა, საერთოდ, გადაჭარბებული მოლოდინები იმედგაცრუებას ბადებს.

„მოლოდინი მქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, რადგან სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა რაღაც დიალოგზე პრეზიდენტთან – ეს სრული აბსურდია. ამ ადამიანს ახასიათებს ქოსატყუილობა. პატრიარქი პირისპირ მას არ შეხვედრია. შეხვდა ასობით ადამიანის თანდასწრებით და ამ თემაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. მე ვიცი პატრიარქის განწყობა, რადგან ბოლო სინოდის წინა დღეს პირადად მესაუბრა და მისი ინიციატივა იყო, რომ შეგვეწყალებინა. თქვა, რომ ეს ცოდვის ორომტრიალი უნდა დასრულდეს. მეორე დღეს დააყენა საკითხი სინოდზე შეწყალების შესახებ. რა მოხდა, არ ვიცი, პრეზიდენტმა თქვა სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზეო. მარგველაშვილსაც მივმართე თხოვნით ორჯერ, როცა ის პრეზიდენტი იყო. მაძლევდნენ პირობას, რომ შეიწყალებდნენ. მაშინაც ვერ მოხერხდა. ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთ-ერთი საპატრიარქო და ეკლესიაა, რადგან ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი.

მოვისმინე პრეზიდენტის არგუმენტებიც. მეუცნაურა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი, თუმცა ეს იმით გავამართლე, რომ ამ ხნის განმავლობაში  მორალური ტერორი იყო დეკანოზ მამალაძისგან, ჭყონდიდელყოფილისგან პატრიარქთან მიმართებაში ყოველთვის,“– განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

იმედგაცრუებას ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, არც თვითონ ადამიანისთვის და არც საზოგადოებისთვის. ჯობია, პრაგმანტულები ვიყოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. ერთმანეთისგან ნუ მოვითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანს შეუძლია“, – უთხრა მეუფე დიმიტრმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: მიმტევებლობა არის მნიშვნელოვანი და არა კონფლიქტი
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს