მეუფე დიმიტრი: გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა

ბათუმისა და ლაზეთის მიტოროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ დღეს გამართულ პესკონფერენციაზე გამორიცხა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქისა ან მისი მდივან- რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

“მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რადგან მამალაძისა და პატრიარქის ურთიერთობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ვხედავდი, რომ მას უსაზღვროდ უყვარდა პატრიარქი. გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე გამოვრიცხავ შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აზრი აქვს დაკარგული რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია. თუმცა, აქ უკვე მძიმე დღეში ვარ, რადგან ფაქტია რომ ეს ადამიანი ეძებდა ციანიდს და ვიღაცაზე საუბრობს“- თქვა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრის თქმით, საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილის იმიჯი შეუქმნეს რომ ის ყველაფრის მოქმედია, რაც მეუფეს აზრით გადამატებულია.

“შეუქმნეს ამ ქალბატონს ისეთი იმიჯი, რომ ის ყველაფრის მოქმედია, მე ვფიქრობ რომ გადამეტებულია. ის არის პატრიარქთან დაახლოებული პირი. მე მას ვუწოდე ავკარგიანი, რადგან ჩვენ ხშირად გვიკამათია, ცხარე საუბრები გვქონია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რადგან ადამიანს ეკამათები ის მტერია და სხვა კლანია. მასთან მაქვს ძალიან მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა, როგორც მამალაძესთან. შორენა ჩემი ერთ- ერთი შვილიშვილის ნათლია გახლავთ.”- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

banner
წინა სტატიაშიხულოში ხანძრის ლოკალიზებისთვის სპეციალური გზა გაიჭრა
შემდეგი სტატიაპუტინი: ვნახოთ როგორ მუშაობს ნაქები ამერიკული სასამართლო