მეუფე დიმიტრი დაკავებულ დეკანოზსს ეუბნებოდა, რომ მისი უდანაშაულობის სჯეროდა, მაგრამ ვერ დაიცავდა

ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსის პეტრე ცაავას თქმით, როდესაც მეუფე დიმიტრიმ მამა გიორგი საპყრობილეში ერთადერთხელ მოინახულა, ის დაკავებულ დეკანოზსს ეუბნებოდა, რომ მისი უდანაშაულობის სჯეროდა, მაგრამ ვერ დაიცავდა, რადგან მისთვის მთავარი მისი ეპისკოპოსობა იყო. სასულიერო პირი, პეტრე ცაავა მეუფე დიმიტრის მოუწოდებს გაასაჯაროოს გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი, რომელიც მეუფე დიმიტრიმ პირადად მიიღო.

“მეუფე დიმიტრი უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანია. უფალმა იცის, ვის რა როლი აქვს მამა გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის საქმეში. უფალი გასცემს მას პასუხს. თვითონ გაახმოვანოს, მასაც ხომ მიუვიდა ერთი ეგზემპლარი (დეკანოზის წერილი). როდესაც მამა გიორგი საპყრობილეში ერთადერთხელ მოინახულა, უთხრა: ვიცი, რომ შენ მართალი ადამიანი ხარ, არ ხარ დამნაშავე, მაგრამ მე ვერ დაგიცავ, რადგან ჩემთვის მთავარი ჩემი ეპისკოპოსობაა. მე ჩემს მღვდელმთავრობას ვერ გავწირავო”- განაცხადა პეტრე ცაავამ.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა
შემდეგი სტატიაფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ