ეს შემოთავაზება არ მივიღეთ, რადგან ჩვენ გვაქვს უკეთესი ფორმა თანამშრომლობისა და შეთანხმების, რაც კონსტიტუციური შეთანხმებაა.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება არცერთი მხარისთვის არ იქნება სასარგებლო – არც ეკლესიისთვის, არც სახელმწიფოსთვის,-ასე ეხმაურება ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ქართული ოცნების ინიციტივას.