მეუფე დანიელი: სასულიერო პირებზე პირბადეები გათვალისწინებული არაა, უფალთან გვაქვს უშუალო კავშირი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ფიქრობს, რომ სასულიერო პირებმა პირბადეები არ უნდა გამოიყენონ. ამას, სასულიერო პირი იმით ხსნის, რომ სამღვდელოებას უფალთან უშუალო კავშირი აქვს.

„რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული. ჩვენ ვდგევართ ღვთის წინაშე და გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყველა ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის დროს პირბადეები დარიგდება. დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიისას დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გათვალისწინებულ წესრიგს.

banner
წინა სტატიაშიქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ