20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

მეუფე დანიელი: მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, წმინდა სინოდის წევრებმა ურთიერთპატივისცემა შევინარჩუნეთ

მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, სინოდის წევრებმა შევინარჩუნეთ ურთიერთპატივისცემა – შიო მესამემ მოსაყდრედ ყოფნისას, გამოავლინა თვისებები, რაც აუცილებელია დიდი მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ მეუფე დანიელმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, წმინდა სინოდის წევრებმა ურთიერთპატივისცემა და სიყვარული შეინარჩუნეს.

მეუფე დანიელმა აღნიშნა, რომ უწმინდესი ილია მეორის შვილებს, მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე ერთობით მსვლელობის გაგრძელება მართებთ.

„ჩვენ ვიხილეთ სიმწიფე და ერთსულოვნება სასულიერო დასისა და განსაკუთრებით წმინდა სინოდის მღვდელმთავართა. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, წმინდა სინოდის წევრებმა შევინარჩუნეთ ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. უწმინდესი ილია მეორის შვილებს გვმართებს, გავაგრძელოთ მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე ერთობით მსვლელობა. ახლადნაკურთხმა ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, შიო მესამემ 9 წლის განმავლობაში საპატრიარქო ტაქსის მოსაყდრედ ყოფნისას, გამოავლინა ის თვისებები, რომელიც აუცილებელია ჩვენი დიდი მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის.

უპირველესად, ეს გახლავთ მის პიროვნებაში არსებული სულიერებისა და ინტელექტის ჰარმონიული თანაარსებობა. ერთი მხრივ, ლოცვისა და ასკეტიზმის სიყვარული, ხოლო მეორე მხრივ, ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის მაღალი კულტურა. არ არის შემთხვევითი ის, რომ ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით აღდგომიდან მეხუთე, ანუ სამარიტელის შვიდეულში. ამ პერიოდში ეკლესია ჩვენს ყურადღებას ამახვილებს სულიერებისა და ინტელექტის ერთიანობის აუცილებლობაზე,“ – განაცხადა მეუფე დანიელმა.

banner
წინა სტატიაშიშიო მესამე: აქ ვინ არის, ბატონი ბიძინა? (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშიო III: ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა