მეუფე დანიელი: მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს

„მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს, ბატონ მამუკას, ბატონ ირაკლის, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე მადლობას ჩვენ ვწირავთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“ – ეს განაცხადება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, სოფელ ფოკაში გააკეთა, საიდანაც მრევლმა და სასულიერო პირებმა 42-დღიანი მსვლელობა დაიწყეს.

მეუფე დანიელმა მოსახლეობას წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ქართული ოცნების თავმჯდომარეს. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ეკლესიური სახელი ნინოა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს