მეუფე ანტონი ჟურნალისტებს: თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი

მეუფე ანტონი მედიის წარმომადგენლებს ჭინკებსა და მოძალადეებს უწოდებს. მან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში ისევ ჟურნალისტები დაადანაშაულა და თქვა, რომ “ზუსტად იცის მათ უკან ვინ დგას”.

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლები დაწყევლა და ისევ დაემუქრა.

“ჩემმა სიმართლემ გამახარა, რომ ზუსტად მოგარტყით, ათიანში მოგარტყით მოძალადეებო. თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვენ ხართ ამ ლგბტს უკან, ლობირებას უკეთებთ ყველაფერ იმას, რაც იცით, რომ ქართული საზოგადოების სიმებს შეეხება და ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებს, რომ ეს აღშფოთება ისე წაიყვანოთ, თქვენ წისქვილზე დაასხმევინოს წყალი და რაღაცნაირად მოხვიდეთ ხელისუფლებაში.

არამც და არამც ყველა ხმა, რომელიც თქვენდამი იქნება მოცემული, ყველა წყეული იქნება, არ მეშინია, ყველა წყეული იქნება, თქვენ ხო წყეულები ხართ, სანამ არ მოინანიებთ და თავისთავად მასე იქნება. დაგლახვროთ უფალმა თუ გონზე არ მოხვალთ”,- თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიგლდანში 35 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
შემდეგი სტატიალექსო ლაშქარავას საქმე მალე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება