მეუფე ანტონი საელჩოებს: ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ

“რაიო? შეურაცყობილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა , რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა, დაგაკმაყოფილებდათ, ვამპირებო?” – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართავს.

“რატომ უქნევთ თითს ქართველ ხალხს, ჩვენს ღირებულებებს… რატომ ფუთავთ უზნეობას ზნეობრიობის მანტიაში. გველს რომ ბულბულს არქმევთ, ნუთუ ფიქრობთ თქვენს გაწვრთნილობას და დახვეწილობას სასაუბრო ენაში ეს “ბნელი ხალხი” ვერ მიგიხვდებით?

კარგი დიპლომატიური კურსები გაქვთ გავლილი, შეისიხლხორცეთ, რომ დიპლომატია არის ხელოვნება იმისა თუ როგორ აჭამო სხვას ნეხვი ისე რომ დანარჩენს პირში მარწყვის გემო დარჩეს და მჭამელმაც ამტკიცოს ნამდვილად მარწყვიაო… საბჭოთა კავშირის დროს, რაზედაც არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა, ქიმია, ბიოლოგია თუ ნებისმიერ განყენებულ

საკითხზე, დასაწყისში აუცილებლად უნდა გეხსენებინა სკპპ- ამა და ამ და ყრილობის… და ა.შ. ვამჩნევ ნებისმიერი ჩვენი მოაზროვნე, ხელისუფალი, სასულიერო პირი თუ უბრალოდ პატიოსანი ადამიანი რომ გამოდის, ჯერ აუცილებლად უნდა იხმაროს ძალადობას ვგმობ, ვემიჯნები, რა ძალადობა, ვინაა ძალადობის მომხრე, იცით, როდესაც კაცს თავისმართლების რეჟიმში აგდებთ მოგებული ხართ. თუ ვინმეა მოძალადე ეგ თქვენ ხართ, აბსოლუტურ უმრავლესობას ძალადობრივად თავს რომ ახვევთ თქვენს გამრუდებულ შეხედულებებს”. – წერს მეუფე ანტონი.

banner
წინა სტატიაშიპაატა იაკობაშვილი: ივანიშვილის საყვარელი ბიჭი უნდა წავიდეს და უნდა დაისაჯო
შემდეგი სტატიახვალ უფრო მეტნი ვიქნებით- კანცელარიასთან აქცია დასრულდა