ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია განმარტავს, რატომ მოხსნა საპატრიარქო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა.
როგორც სასულიერო პირმა ტვ პირველის გადაცემაში ისაუბრა, მან ხმის მიცემის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა.
,,ხმები რომ არ დაკარგულიყო, იყო შემოთავაზება, ვინც ხსნის კანდიდატურას, მოდი, ხმები რომ არ დაიკარგოს, მოვხსნათო, ამ პრინციპის გამო, მოვხსენით რამდენიმემ. ამის შემდეგ კი დარჩნენ ის ექვსი კანდიდატი, ვინც უკვე იცის საზოგადოებამ. პირველად იყო დაწერილი ის 15, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, შემდეგ როდესაც მოვხსენითდ დარჩა ექვსი, შემდეგ გავიდა მეუფე თეოდეორე და დაწერა ამ ექვსის სახელი, შემდეგ ყველას გადმოგვცა ეს ფურცლები. როდესაც ჩვენ შევდიოდით კაბინაში, ამ ფუცლების მიხედვით, ვინც გვინდოდა, იმას ვწერდით. იმ ექვსიდან ყველას შეეძლო თავისი თავიც კი დაეწერა, – ამბობს მეუფე ანტონი.

















