გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი მეუფე, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი იმ ადამიანებს აფრთხილებს, ვინც მისივე თქმით, ლილუაშვილს “მახე დაუგო”.
“ეგ არის, არავის გაუკეთო ის, რაც შენ არ გინდა, გაგიკეთონ! მახეს თუ დაუგებ, ვერ აცდები ცხოვრებაში მახეს. ბუმერანგივით დაბრუნდება და ნეტავი დედამიწაზე მიიღოს ვიდრე ზეცაში. [გულისხმობთ თუ არა ბიძინა ივანიშვილს – ჟურნალისტი] არ ვიცი.
ერთ კითხვას დავსვამ და ყველას მივმართავ: ორი ვარიანტია, ან არსებობს, ან არ არსებობს უფალი! თუ არსებობს, სად მიდიხართ? თუ არ არსებობს რა მნიშვნელობა აქვს რას?! გონზე მოდით, რა!
მე ჩემში ვიცი, რომ მართალია, დეტალებში არ შევალ. ახლა მე რომ მეჭიროს მიკროფონი მე დაგისვამთ კითხვას, – “რას ერჩიან?!” – თქვა მეუფემ.
მეუფე ანტონი იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც გადადგომამდე და გადადგომის შემდეგაც, ლილუაშვილთან მჭიდრო კავშირში რჩებოდა. ამიტომ მან ზუსტად იცის ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუსის ექსშეფის დამოკიდებულება, რაც იმაზე ბევრად აღმატებული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა.
“ბიძინას სახელს რომ უხსენებდი, ფეხზე დგებოდა, ამბობდა რომ ჩემი პედაგოგიაო. მართლა უყვარდა, გეფიცები, “დაჟე გულში” სხვა რამეს ვფიქრობდი – მეთქი, რათ უნდა ამდენი ქება. კაცი იყო ანთებული. ბოლოს 2 კვირის წინ ვნახე, ბოლოსაც ამ აზრზე იყო [ბიძინა ივანიშვილზე]. გულითადად გეტყვით, ცოტა პროვოკაციულად [ვკითხე] იგივე [აზრი ჰქონდა]”- ამბობს სასულიერო პირი.
















