“მეუფე ანდრიამ მითხრა, ეს კარავი ბათუმში წამეღო, მეუფე დიმიტრისთან და იქ გამემართა აქცია”- დაკავებული დეკანოზის ძმა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი ძმა თორნიკე მამალაძე უპასუხისმგებლობად აფასებს.

საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა, ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა. დაკავებული დეკანოზის ძმის თქმით, ამ განცხადებიდან აშკარად ჩანს მუქარა და ზეწოლა იმ პირებზე, რომლებიც მზად იყვნენ გიორგი მამალაძე ეზიარებინათ. მამალაძის ოჯახი საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებს.

„რაც შეეხება იმას, “თუ ვინმე შევა და აზიარებსო” ეს არის ჩემი აზრით მუქარის შემცველი სიტყვები. დღეს დამიბარა საპატრიარქოში მეუფე ანდრიამ, მითხრა, რომ ეს კარავი ამეღო, წამეღო ქალაქ ბათუმში მეუფე დიმიტრისთან და იქ გამემართა საპროტესტო აქცია,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა სენატორ რონ ჯონსონთან გამართა შეხვედრა
შემდეგი სტატია“რეგიონალური განვითარების ფონდის” საქმიანობის ფარგლებში ბევრი ისეთი ფაქტი გამოიკვეთა, რომელიც ისტორიისთვის ცნობილი არ იყო”