მეუღლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

1970 წელს დაბადებული თ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში მცხოვრებმა თ.ვ.-მ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა
შემდეგი სტატიაბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებულ ბულვარს ასუფთავებენ