მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ავუხსენი რა იქნებოდა მომავალში, მითხრა – მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო

ავუხსენი რა იქნებოდა მომავალში, მითხრა – მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო, არავითარი გირაო არ მოუთხოვია – მხოლოდ იმას ამბობს, შეურაცხყოფა მომაყენა და კონფლიქტი მოხდა შეურაცხყოფის ნიადაგზეო, – ამის შესახებ ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებული მედიკამენტებს ყოველდღიურად იღებს.

„ავუხსენი რა იქნებოდა მომავალში, მითხრა – მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო, არავითარი გირაო არ მოუთხოვია. წარსულში ნასამართლევი იყო თუ არა არ ვიცი. ბიჭი იყო ძალიან უხასიათოდ და დღესაც საუბრის სურვილიც კი არ ჰქონდა. სტაციონარულ მკურნალობას არა მაგრამ, აღრიცხვაზე ვფიქსირდებოდი და დანიშნული მქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომ დავწყნარებულიყავიო, მე მაქვს ფსიქიკური აშლილობა და დამაწყნარებელი იყო ჩემთვის ის ფსიქოტროპულები, რომლებიც დამინიშნა ექიმმაო. პიროვნება იყო ძალიან არაადეკვატური, უხალისოდ, ამიტომ მეც არ გადავტვირთე კითხვებით. შვილი წაიყვანეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა. შეურაცხყოფა მომაყენა და კონფლიქტი მოხდა შეურაცხყოფის ნიადაგზე – ამას ამბობს მხოლოდ, კონკრეტიკა ვერ მოვისმინე“, – განაცხადა ადვოკატმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს 60 წლის იუბილე მიულოცა
შემდეგი სტატიამკურნალობდა ნარკოტიკების მოხმარებიდან წარმოშობილ გართულებებს – პროკურორი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულზე