მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრადებულს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო მეუღლის ნ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-108 -ე მუხლით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:45 საათზე, თბილისში, ელდარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდიონ ღვინიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ნ. ს.-ს დანით ყელს არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა სარდიონ ღვინიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11′-108-ე მუხლით (ოჯახური ძალადობით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშინოემბერში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,6%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0,2% შეადგინა
შემდეგი სტატიარაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, გარკვეული მოლოდინებიდან შექმნილი აჟიოტაჟი იყო – კობა გვენეტაძე