თბილისში 37 წლის მამაკაცი, როშვან შახვერდოვი, კრიმინალურ პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს.
“1 თვის უკან იყო ჩემთან ხმა გავიგე, დილის 04:00 იყო, პოლიციიდან ვართო, მე ვუთხარი, კარები არ გატეხოთ, ახლავე გავაღებ-მეთქი. ავდექი, კარი მე თვითონ გავაღე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვართ, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო; ნახეს ყველაფერი, აქაც და იქაც. გვაქვს ინფორმაცია, რომ იარაღი და წამალი გაქვთო და მე ვუთხარი, ღმერთს ვფიცავ მე ეგეთი არაფერი მაქვს, თუ თქვენ არ ჩადეთ-მეთქი, არაო, ჩვენ არ ჩავდებთო. არ ჩადეს არაფერი, მეც არაფერი არ მქონდა. წამიყვანეს, ერთი -ორი საათი ვიყავი [პოლიციაში] და გამიშვეს. იმის მერე ზუსტად 1 თვეა, წერილები, იმდენი მირეკავს, წასული ვარ, რომ საჭმელი მოვიტანო სახლში. მირეკავს, მივდივარ – მთელი დღე იქ მაჩერებს… ასჯერ ვუთხარი, მაინც რეკავენ მემუქრება კაცი, რომ კამერას თუ არ ჩადებო, 20 გრამს ჩაგიდებ მანქანაში და დაგიჭერო. როგორ მოვიქცე მითხარით. კიდე თუ დამირეკავენ ამის მერე, ბენზინს გადავისხამ კამერის წინ, სხვა გზა მე არ მაქვს. პირდაპირ მეუბნება, რომ თუ არ გადაიღებ ვინ ყიდის წამალს სოფელშიო, მანქანაში ჩაგიდებ 20 გრამ წამალს და დაგიჭერო. წეღან ვესაუბრე ტელეფონზე, გადაღებული მაქვს ეგეც. მოდიან აქ, მთელი დღე აჩერებენ [მანქანას] ჩემი კორპუსის უკან და წინ. სხვადასხვა მანქანებით მოდიან, მეუღლე მაღაზიაში ვერ გადის, ფეხმძიმე გოგოა და საჭმელს ვერ ვყიდულობთ. შიშისგან ვერ მიდის [მაღაზიაში], მე ვერ გავდივარ. ჩემ ცოლთან რა უფლებით მოდიან ახლოს? ინფორმატორი იყავიო, კამერა ჩართე და გადაიღე სოფელიო, მე სამი ბიჭი მყავს, ასეთ რაღაცას ვერ ვიზამ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ერთი გიორგია მეორეს სახელი არ ვიცი”,_ ამბობს ტვ პირველთან როშვანი შახვერდოვი.














